გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტროს შეცდომა არ დაუშვია, ეს ძალიან ბუნებრივი პროცესი იყო

13-05-2019

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მათ შორის, კითხვა ეხებოდა სოფელ ყანდაურაში მომხდარ მკვლელობას და სამინისტროს მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას. ჟურნალისტის კითხვაზე, დაუშვა თუ არა სამინისტრომ შეცდომა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მოხდა ბრალდებულის დაკავება და სამინისტრომ იმ მომენტში არსებული ინფორმაცია გაავრცელა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შეცდომა არ დაუშვია. ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი. პირველი ვისი დაკავებაც მოხდა და ამ საქმეში ბრალდებული ვინც გაჩნდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენ მოვაგროვეთ და შევკრიბეთ, საზოგადოებას დაუყოვნებლივ მივაწოდეთ ინფორმაცია. ოთხი ადამიანი იყო გარდაცვლილი და ბუნებრივია ინტერესი საზოგადოებაში იყო მაღალი. ასევე, გავავრცელეთ შემდგომ სხვა ინფორმაციაც, როდესაც გაჩნდა იქ გარკვეული კითხვის ნიშნები სხვა იარაღთან დაკავშირებით. თუ კიდევ ვინმეს დაკავება მოხდება, ახალი გარემოება გამოიკვეთება ამ საქმეზე, დამერწმუნეთ რომ ამაზეც ინფორმაციას მოგაწოდებთ. ვინც დაკავებული გვყავს, აბსოლუტურად ყველასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მტკიცებულებები გვაქვს თუ რამე განსხვავებული გამოიკვეთება დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930