გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო კახაძე მმართველი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ საფეხბურთო ტურნირს დაესწრო

13-05-2019

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდის მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე მმართველი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ საფეხბურთო ტურნირს დაესწრო.

ლადო კახაძემ ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა სპორტული ღონისძიების ორგანიზებისათვის და აღნიშნა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

"მომავალმა თაობამ, ახალგაზრდებმა უნდა იცხოვრონ ჯანსაღად, სპორტულად, რაც ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ უდიდესი ინტერესი გამოხატეს მთაწმინდელებმა საფეხბურთო ტურნირის მიმართ. მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა ჩართული სპორტულ ცხოვრებაში. სწორედ ასეთი წარმომიდგენია მე საქართველოს ნათელი მომავალი - ბევრი სპორტი და მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრება", - განაცხადა ლადო კახაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031