14-05-2019
ცნობილი სერიალის, "სასოწარკვეთილი დიასახლისების" ვარსკვლავი, ფელისითი ჰაფმენი, სკანდალში გაეხვა.
მან აღიარა ბრალი საკუთარი შვილისათვის კოლეჯში ადგილის მოსაპოვებლად თაღლითური შეთქმულების თაობაზე.
გასულ თქვეს ჰაფმენმა განაცხადა, რომ დანაშაულთან დაკავშირებით იგი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე სრულად იღებს.
პროკურორებმა 4-თვიანი ციხისა და ჯარიმის სახით $20,000 გადახდის რეკომენდაცია გასცეს.
56 წლის მსახიობი ერთ-ერთია იმ 50 ადამიანს შორის, რომლებიც კოლეჯში ქრთამის მიცემის საქმეში იყვნენ გარეულები.
გავრცელებული ინფორმაციით, შეძლებული ოჯახები კოლეჯის და ტესტირების ცენტრის თანამშრომლების მოსყიდვით იყვნენ დაკავებული, რათა მათი შვილები ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ სკოლებში მოხვედრილიყვნენ.
აღნიშნული სქემა 2011 წლიდან მუშაობდა.
ესაა ყველაზე დიდი აფიორა, რომლიც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს აღუკვეთავს.
13-01-2025