14-05-2019
"ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ, შენ და მე", - გაიმეორა კიპლინგის პაროლი დავით უსუფაშვილმა და ღიად დაუჭირა მხარი შალვა შავგულიძეს ანუ გიგა ბოკერიას, მელნიკოვს და დათა ახალაიას! სხვაგვარად არც შეიძლებოდა. ეს ხომ ერთი მოდგმაა, უღმერთო მკვლელების ხროვა.
როგორც არ უნდა ინიღბებოდეს ქართველი ლიბერალი, როგორი უმანკო ინტელიგენტის ქურქშიც არ უნდა იყოს გახვეული, დადგება ჟამი, ამოვა სავსე მთვარე და ხროვა მოუხმობს მას. აი ეს ხმა "ანდამატური" ხმა, რომელიც ძალუმად ისმის პარლამენტიდან, ენჯეოებიდან, რუსთავი2-დან, დღეს მთაწმინდაზეც გაისმა. დღეს უსუფაშვილი შეუერთდა ბოროტმოქმედებს. ჩვენთვისაც დიდი დღეა. თეთრის და შავის გარჩევის დღეა. დღეიდან ხომ ვეღარავინ მეტყვის: ეს ცხვარივით წყნარი კაცი, ჭკვიანი და წესიერი იყო, უბრალოდ არ აცალესო", - აცხადებს კობა არაბული.
13-01-2025