14-05-2019
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ შევაფასებთ მდგომარეობას როგორც ზუგდიდში, ისე მარნეულში, ისე ზესტაფონში და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, კონსულტაციით გადავწყვეტთ რა ძალებით უნდა იყოს წარმოდგენილი პოლიცია ყველა ლოკაციაზე. ეს არის ტექნიკური საკითხი, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით გადავწყვეტთ. ახლა რაც შეეხება ძირითად ნაწილს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტრო და პოლიცია მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მიერ თავიანთ არჩევანის და აზრის გამოხატვას თავისუფალ და მშვიდ გარემოში“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
13-01-2025