14-05-2019
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ნარკოპოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.
მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოპოლიტიკის ცვლილების ინიციატორი ვერ იქნება, თუმცა ის იქნება ეფექტური პარტნიორი საზოგადოების ყველა წარმომადგენლისთვის.
„მე თავის დროზე გავეცი დაპირება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი და ეფექტური პარტნიორი საზოგადოების ყველა წარმომადგენლისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის უწყება, რომელიც ებრძვის ნარკოდანაშაულს, ნარკოტიკების გავრცელებას, რეალიზაციას, ის ვერ იქნება ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი და ინიციატორი. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, იგივე დაპირებას გავცემთ და ვიქნებით აბსოლუტურად ადეკვატური და ეფექტური პარტნიორები, მაგრამ თუ მეორე მხარე არ გააქტიურდება და ამ მიზნის მისაღწევად არ გადადგამს ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოპოლიტიკის ინიციატორი ვერ იქნება“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
13-01-2025