გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იცით თუ არა, ვინ იყო პირველი ქართველი ქალი, რომელმაც თეთნულდსა და უშბაზე დაადგა ფეხი?

14-05-2019

ალექსანდრა ჯაფარიძე იყო პირველი ქართველი ქალი, რომელმაც თეთნულდსა და უშბაზე დაადგა ფეხი, მოიპოვა მთამსვლელთათვის დაწესებული თითქმის ყველა ტიტული და ჯილდო. არის ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.


ალექსანდრა ჯაფარიძე პირველი ქართველი მთამსვლელი ქალია, რომელსაც კავკასიონის მწვერვალებზე ასამდე სპორტული ასვლა აქვს შესრულებული. იგი ქართული და საბჭოთა ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი და საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელია.


ალექსანდრა ჯაფარიძის სახელს უკავშირდება ასვლები მყინვარწვერზე (1923), თეთნულდზე (1930), უშბაზე (1934), დიხთაუზე (1950), ცენტრალური კავკასიონის მცირე (1938) და დიდი ტრავერსი (1940), ასევე 1948 წელს მყინვარწვერის კალთებზე ბეთლემის ლეგენდარული გამოქვაბულის აღმოჩენა.


მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო. იყო საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, სპორტის დამსახურებული ოსტატი. ალექსანდრა ჯაფარიძე 1948 წელს ჟურნალისტთა ფედერაციის რეფერენდუმით დასახელებულია მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930