14-05-2019
პოლიტიკოსი, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, სოსო მანჯავიძე საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც საუბრობს დავით უსუფაშვილის განცხადებაზე, რომ ის მხარდაჭერას უცხადებს შალვა შავგულიძეს:
"ბატონი დავით უსუფაშვილი შალვა შავგულიძეს მხარდაჭერას უცხადებს.
საინტერესოა ამ კაცის მოქნილობა.
მისი პათოსი გემახსოვრებათ სასამართლოს და მურუსიძესთან დაკავშირებით-არ შეიძლება ის ხალხი,ვინც რეჟიმის სიმბოლოა,უვადოდ გავამწესოთო.
თითქოს შავგულიძე სხვა რამეს აკეთებდეს. მან ხომ საერთოდ მოხსნა უზნეობის ყველა რეკორდი.
არამარტო ამბობს,რომ გუშინ ნაცები და ევრონაცები ცუდები იყვნენ და დღეს კარგები გახდნენო,არამედ უშუალოდ იმათგან იყრის კენჭს, ვისთან "ბრძოლითაც" სიმართლისთვის მებრძოლის იმიჯი შეიქმნა.
არაა კომედია?
თანაც სერიოზული გამომეტყველებით რომ დგანან, ვითომც აქ არაფერი.
ან ხალხი ჰგონიათ აზროვნებადაქვეითებული,ან კიდევ თვითონ ვერ ხვდებიან მდგომარეობის კომიკურობას. დარწმუნებული ვარ, რომ უსუფაშვილი,სხვებისგან განსხვავებით, ამას ხვდება.
ტყუილად ხომ არ არის ის ექსპერტთა ექსპერტის, ხუხაშვილის ფავორიტი,
მაგრამ რა ჰქნას?
მშობლიურ ლიბერალურ წიაღს ვერ უღალატებს.
იქ უნდა იდგეს,სადაც "თავისუფლების ინსტიტუტია".
არ არსებობენ ყოფილი სოროსელები, ყოფილი კაგებეშნიკების არ იყოს" - წერს სოსო მანჯავიძე.
13-01-2025