გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„მშვიდობიანი პოლიტიკური ტრანსფორმაცია 2020" - კახა კუკავას ორგანიზებით, პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები საარჩევნო რეფორმაზე მუშაობას იწყებენ

14-05-2019

„მშვიდობიანი პოლიტიკური ტრანსფორმაცია 2020" - ამ სახელწოდებით კახა კუკავას ორგანიზებით რამდენიმე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები საარჩევნო რეფორმაზე მუშაობას იწყებენ.

დიაკუსიაში მონაწილე პარტიებს შორის არ არიან არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

„დღეს საარჩევნო გარემო არის ორპოლუსიანი: ან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აჯობოს „ქართულ ოცნებას“, ან „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენი მიზანი კი არის სწორედ აი ამ შუაშისტური სპექტრის კონსოლიდაცია. ასეთ შემთხვევაში იქნება არა ორი დომინანტი, არამედ მესამე - მნიშვნელოვანი ძალა" - განაცხადა კახა კუკავამ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, შესაძლოა თუ არა საარჩევნო რეფორმირების ირგვლივ გაერთინებულმა ძალებმა 2020 წლის არჩევნებში კოალიციის სახით მიიღონ მონაწილეობა, კახა კუკავა აცხადებს, რომ მისთვის მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება მისაღებია.

"კონკრეტულად ჩვენი გუნდი „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ დიახ, აქ შეკრებილი საზოგადოება იქნებოდა ყველაზე ეფექტური კონკურენტი და ალტერნატივა დღევანდელი ხელისუფლებისთვის“ - განაცხადა კახა კუკავამ.

ჯგუფის შემადგენლიბაში არიან პარტიები: „თავისუფალი საქართველო“, „ახალი მემარჯვენეები“, „ქრისტიან დემოკრატები“, „ნინო ბურჯანაძე - დეკოკრატიული მოძრაობა“, „კოკო გამსახურდიას თავისუფლება" და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, დავით ჭიჭინაძე, ნატო ჩხეიძე და მირიან წიკლაური.

კახა კუკავას ორგანიზებულ კონფერენციაში მიწვეული იყო „პატრიოტთა ალიანსი“ და დავით უსუფაშვილის პარტიაც, თუმცა დღეს ისინი კონფერენციაზე არ გამოჩენილან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930