გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში ბავშვთა ძალადობისგან დაცვის თემაზე ტრენინგი მიმდინარეობს

15-05-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, 15-16 მაისს, საერთაშორისო ორგანიზაცია“world vision საქართველო“-ს ორგანიზებით, მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის თემაა ,,ბავშვთა დაცვა ძალადობისგან’’.


ტრენინგს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, შესაბამისი სამსახურების და სოციალური დაცვის სააგენტოს სენაკის რაიონული განყოფილების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "world vision საქართველო“-ს პროექტის „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის“ ფარგლებში, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების პროცედურების დამტკიცების თაობაზე) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N 437 დადგენილების საფუძველზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებულია ინსტრუქცია, რომელიც განსაზღვრავს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას და ამ პროცედურებში მონაწილე სხვა სუბიექტებთან მათი კოორდინირებული ურთიერთობების ღონისძიებებს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია მუნიციპალიტეტში ამ კუთხით მუშაობის ეფექტურობის ამაღლების თვალსაზრისით. ტრენინგზე, რომელსაც ბავშვთა უფლებების დაცვის ექსპერტი უძღვება, გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია, ქვეყანაში ბავშვთა კეთილდღეობისთვის ზრუნვის სისტემური მიდგომები და კვლევები, ძალადობის სახეებისა და შემთხვევების იდენტიფიცირების მეთოდები მიმოიხილეს და სიტუაციურ ამოცანებზე იმუშავეს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031