15-05-2019
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, ივანე მაჩაბლის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 15 მაისის 20:00 საათიდან 19 მაისამდე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება. კერძოდ, გიორგი ლეონიძის და ივანე მაჩაბლის ქუჩების კვეთიდან ივანე მაჩაბლის და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთამდე.
აღნიშნულ პერიოდში ავტომანქანები გერონტი ქიქოძის და მიხეილ ლერმონტოვის ქუჩების გავლით, სასურველი მიმართულებით იმოძრავებენ.
13-01-2025