გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად ძიძიგური: მეხუთე დღეა, ზუგდიდში ვიმყოფები და აქ ძალიან მშვიდი, ცივილური საარჩევნო სიტუაციაა, როგორც ამ ქალაქს შეეფერება

15-05-2019

მეხუთე დღეა, ზუგდიდში ვიმყოფები და აქ ძალიან მშვიდი, წყნარი, ცივილური საარჩევნო სიტუაციაა, როგორც ამ ქალაქს შეეფერება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ექსცესები, რომელიც ხდება, ხშირ შემთხვევაში, დაგეგმილია. რაღაც ტიპის შემთხვევებიც ხდება. მაგალითად, როდესაც ქალბატონ სანდრაზე, მის თანმხლებ პირებზე მოხდა თავდასხმა, ეს იყო ისეთი ტიპის თავდასხმა, როდესაც ასე ვთქვათ, ზვიადისტებმა იუკადრისეს ქალბატონი სანდრას ზუგდიდში დანახვა, რადგან ზვიად გამსახურდიას საქმიანობასთან დაკავშირებით მისი შეფასებები მათში უარყოფით ემოციებს იწვევს, მაგრამ მოქალაქეების მხრიდან ასეთი ტიპის ქმედებებზე ხელისუფლება მყისიერად რეაგირებს და დღეს ეს ადამიანი დაკავებულია“, – განაცხადა ძიძიგურმა.

მისი თქმით, ოპონენტების მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციების მოწყობას, რაც მათი ხელწერაა.

ძვიად ძიძიგურმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც მისი თქმით, დღეს გუბერნიის შენობაში იყვნენ და მოქალაქეებს იცავდნენ; მათ შორის – იმ ადამიანებს, რომლებიც აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდნენ.„ჯიხაშკარში, ზვიად გამსახურდიას გვარდიის ერთ-ერთი ბატალიონის ხელმძღვანელის, ვახტანგ ზარანდიას სახლში, კარდაკარის დროს შევიდნენ. მან უთხრა, მე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარ და გთხოვთ, ჩემთან არ შემოხვიდეთო. ამის მიუხედავად, მაინც შევიდნენ და ისეთი ამბავი მოახდინეს, რომ კაცს თავის სახლში დაუწყეს ხელებისა და მუშტების ქნევა. ეს პირდაპირ პროვოკაციაა და ამას არ შეიძლება, სხვა ახსნა ჰქონდეს. ასევე, ელგუჯა ჯიმცეიშვილს, რომელიც სოფელ რიყეში საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, პიკეტირება მოუწყვეს და ქალბატონი სანდრა თითს ცხვირწინ უტრიალებდა, მე შენ გაჩვენებ სეირს 19 მაისის შემდეგო“, – განაცხადა ძიძიგურმა.

ძიძიგურმა ასევე განაცხადა, რომ პირველ რიგში, სახელისუფლებო პოლიტიკურ გუნდს სჭირდება არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება და გამოძიება ყველა ინციდენტთან დაკავშირებით არის დაწყებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930