16-05-2019
როგორც CNN-ის ბერძნული უწყება აცხადებს, საბერძნეთში, ქალაქ კალითეაში საქართველოს მოქალაქე, 29 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედა საკუთარ სახლში დეიდამ იპოვა, რომელიც მას კვირიდან მოყოლებული ეძებდა.
მეზობლების ინფორმაციით, მათ ხშირად ესმოდათ ჩხუბის ხმა.
პოლიციამ დაადგინა, რომ კარი ძალით გატეხილი არ არის და მკვლელს გარდაცვლილმა, სავარაუდოდ, თვითონ გაუღო.
გარდაცვლილის ყოფილი მეუღლე აცხადებს, რომ საქმესთან დაკავშირებით არაფერი იცის.