გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2019 წლის 4 თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 13 პროცენტით გაიზარდა

16-05-2019

2019 წლის 4 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 13%-ით გაიზარდა და 113 251 შეადგინა -ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.


ვიზიტორთა შორის 54% ქართველი, ხოლო 46% უცხოელია.


2019 წლის 4 თვის მონაცემებით ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:
თბილსის ეროვნულ პარკს;
პრომეთეს მღვიმეს;

ყაზბეგის ეროვნულ პარკს; 
მარტვილის კანიონს;
მტირალას ეროვნულ პარკს;


საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა: გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან.


"დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას. უკვე გაიხსნა ახალი ეკოტურისტული მიმართულება სოფელ კინჩხაში - ოკაცეს ჩანჩქერი.

ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეებია სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც. მაისის თვიდან დაინერგა ბილეთების გაყიდვის ელექტრონული სისტემა, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს წინასწარ დაგეგმონ ტერიტორიებზე ვიზიტი"- აღნიშნავენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930