16-05-2019
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს ვიდეომიმართვას, რომელშიც ის თინა ბოკუჩავას შესახებ საუბრობს და ექომაგება მას.
სააკაშვილი უსაფუძვლოს უწოდებს იმ ამბებს, რაც თინა ბოკუჩავას განათლების მიმართ ითქვა.
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო და არ დავიცვა ჩემი თანაგუნდელი, თინა ბოკუჩავა, იმ უტიფარი თავდასხმისგან რომელიც მასზე განახორციელა ზუგდიდის საკრებულოს, ივანიშვილის პარტიის თუ ხროვის, თავჯდომარის მოადგილემ, რომელმაც რაღაც წამოაყრანტალა თინას განათლებასა და მის კავშირზე ჩემთან.
რა თქმა უნდა, რთულია, სრულიად გაუნათლებელ ქოცს, ესაუბრო განათლებაზე, თუმცა მინდა სხვებს ვუთხრა, რომ სანამ თინა მოხვდებოდა პარლამენტში, მას ჰქონდა დამთავრებული საუკეთესო დიპლომატური სკოლა ამერიკაში, სადაც მე ვასწავლიდი პრეზიდენტობის შემდეგ და ჩემთვისაც დიდი პატივი იყო ეს. სწავლობდა ევროპის საუკეთესო საერთაშორისო სკოლაში. თინას ჰქონდა ბევრად მაგარი განათლება მიღებული, ვიდრე ყველა ქოცს ერთად აღებულს. მერე მუშაობდა ამერიკის ნაციონალურ-დემოკრატიულ ინსტიტუტში, საიდანაც მოვიდა პოლიტიკაში და არის ძალიან წარმატებული პოლიტიკოსი. პირი გამოიბანეთ, სანამ თინა ბოკუჩავაზე რამეს იტყოდეთ.
თინა, არ გაიტეხო გული, ვიცი, რომ არ შეგეშინდება მაგათი, ვერაფერს ვერ დაგაკლებენ“ - ამბობს სააკაშვილი.