გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მეტრეველი: ხუხაშვილს ერთს კი ვურჩევ, ორდიპლომიანებიც და მით უმეტეს კარგი ბიჭებიც არ უნდა უზრდელობდნენ.

16-05-2019

ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი გია ხუხაშვილის გუშინდელ ეთერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.


"თურმე ორდიპლომიან ექსპერტ-ტელეწამყვანი ხუხაშვილი, მარტო ამ წოდებებით არ კმაყოფილდება, როგორც ვხედავ კაი ბიჭის სახელიც მონდომებია. მაგრამ, კაი ბიჭები თუ ქალაქში გაუვლია ბატონ გიას ეგრე არ უზრდელობენ. თუ ეს კაცი "მომავალზე" (არა ბიზნეს-პოლიტიკურზე) ფიქრობს ძალიან დუგვიანდა. კაი ბიჭობას დიდი დრო და შესაბამისი ცხოვრების წესი სჭირდება.


მე, ხუხაშვილის არც დიპლომების და არც ექსპერტობის თუ ანალიტიკოსობის შეფასებას არ ვაპირებ. ერთს კი ვურჩევ, (თვითონ ფაქტია არ იცის ) ორ დიპლომიანებიც და მითუმეტეს კარგი ბიჭებიც არ უნდა უზრდელობდნენ. საწყენია ჩემთვის საპატივსაცემო "ტვ პირველს" და დიანა ტრაპაიძის გადაცემას როცა ასაკიანი პიონერები გვარამიას გადაცემას ამსგავსებენ.


როდესაც ტელეწამყვან-ანალიტიკოსი და თანაც ორდიპლომიანი ხარ, ფაქტებით უნდა ილაპარაკო. ტელეგადაცემაში სტუმრად მიწვეული ზრდილობიანი კაცის შეურაცხყოფა კი თუ გინდა ისიც უნდა იცოდე მაგისთვის სხვა ადგილი არსებობს და სხვა "სპროსიც", - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930