17-05-2019
ზუგდიდში ახლგაზრდული ფესტივალი გაიმართა, სადაც მოზარდებმა სხვადასხვა სპორტულ და ახალგაზრდულ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.
შეჯიბრი სპორტის 6 სახეობაში - სპრინტში, ფეხბურთში, კალათბურთში, ჭადრაკში, ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა.
ახალგაზრდულ ფესტივალს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია დაესწრო და რამდენიმე სპორტულ აქტივობაში მონაწილეობა თავადაც მიიღო.
„ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებელია. ამიტომაც, მთელი დატვირთვით ვაპირებთ სხვადასხვა აქტივობების ჩატარებას. იცით, რომ ვაშენებთ ახალგაზრდულ სივრცეს, სადაც მოზარდებს განტვირთვისა და იდეების გენერირების შესაძლებლობა ექნებათ“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.