გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხარაგაულელ იზოლდა ჩხეიძეს ამანათი პირადად ლიონელ მესიმ გამოუგზავნა

17-05-2019

81 წლის იზოლდა ჩხეიძე, რომელიც ხარაგაულის რაიონის სოფელ ჭარტალში ცხოვრობს, 10 წელია, არგენტინელი ფეხბურთელის, ლიონელ მესის ერთგული გულშემატკივარია.


როგორც "რუსთავი 2" იუწყება, მესიმ 81 წლის გულშემატკივარს ეროვნული გუნდის მაისური და "ბარსელონას" საკლუბო დროშა ამანათით გამოუგზავნა.


იზოლდა ჩხეიძემ საკუთარ ხბოს, რომელიც იმ დღეს დაიბადა, როცა არგენტინელმა რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ნიგერიის კარში გოლი გაიტანა, საყვარელი ფეხბურთელის სიყვარულით მესი დაარქვა.


როგორც იზოლდა ჩხეიძე ამბობს, მისი უდიდესი ოცნება მესისთან შეხვდრაა.


81 წლის ქომაგი უეფას სუპერთასის გათამაშებაზეც იმყოფებოდა თბილისში, თუმცა გულშემატკივარმა არგენტინელთან პირისპირ შეხვედრა ვერ შეძლო.







sputnik-georgia.com

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031