17-05-2019
"თავისუფალი ზონის" წევრები თბილისიდან ზუგდიდში მიემგზავრებიან. მათი განცხადებით, ისინი ზუგდიდში მიდიან, რათა არჩევნების მიმდინარეობას მეთვალყურეობა გაუწიონ.
კითხვაზე, ვინ უზრუნველყოს ტრანსპორტირების ხარჯებს, "თავისუფალი ზონის" წევრებს კონკრეტული პასუხი არ აქვთ.
მათივე თქმით, ზუგდიდში ჩასვლის მიზანია, მათ მხარდაჭერილ კანდიდატს, სანდრა რულოვსს, გამარჯვებაში დაეხმარონ.