გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი: 2022 წლისათვის პედაგოგის ხელფასი მინიმუმ 1500-დან 1800 ლარამდე იქნება

17-05-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტისა პრეზენტაცია გამართა და შეკრებილთ სიტყვით მიმართა.


"ძვირფასო ბათუმელებო, მე ერთი თვის წინ შეგპირდით, რომ აქ დავიწყებდით ისეთივე საგანმანათლებლო სივრცის მშენებლობას, როგორიც ამ წუთებში შენდება თბილისში.


ჩვენ შევარჩიეთ ეს ულამაზესი ადგილი თქვენს ქალაქში.


აქ ჩვენ ავაშენებთ ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც იქნება კომაროვის სკოლა, საერთო საცხოვრებელი, პროფესიული განათლებვის ცენტრი, ლანბორატორიები, სპორტული მოედნები, სარეკრეაციო სივრცე.


ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის სწორედ განათლება. ჩვენ აჭარაში გვყავს ყველაზე ნიჭიერი ბავშვები და ეს პროექტი სწორედ მათთვის შეიქმნება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მისივე თქმით, აუციელებელია, საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ მას შეუძლია საკუთარი ნიჭისა და ცოდნის რეალიზაცია.

"ბევრი მოსაზრება მოვისმინე ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, სრულიად უსაფუძვლო კრიტიკაც.


რატომ არის ეროვნული იდეა განათლება - იმიტომ, რომ განათლება არის ერთადერთი სწორი გზა იმისათვის, რომ ჩვენ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა იმისთვის, რომ საქართველო 21-ე საუკუნეში ვაქციოთ წარმატებულ ქვეყნად.


ქართველ ერს აქვს უნიკალური ნიჭი, უნიკალური პოტენციალი.


განათლება არის ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი, რომ დავძლიოთ პრობლემები", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


მამუკა ბახტაძის თქმით, წელს განათლების ბიუჯეტი არის 1, 600 000 000 ლარი. ეს ნიშნული მომავალ წელს მიაღწევს 2 მილიარს, 2021 წელს - ორმილიარდ-ნახევარს, 2022 წელს კი - 3, 400 000 000 ლარს.


"ჩემთვის პირადი ტრაგედიაა, რომ მასწავლებლის ხელფასი საშუალო სტატისტიკურზეც კი დაბალია.


ჩვენ შემოდგომიდან მასწავლებლების ხელფასებს მინიმუმ 150 ლარით გავზრდით.


პედაგოგის ხელფასი 2022 წელს მინიმუმ 1500-დან 1800 ლარამდე იქნება", - განაცხადა ბახტაძემ.


მისივე თქმით, ქვეყანას, რომელიც მასწავლებლის ღვაწლს სათანადოდ ვერ დააფასებს, არათუ მომავალი არ ექნება, მან შეიძლება საკუთარი წარსულიც კი დაკარგოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930