გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცესკო 19 მაისის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ სტატისტუკურ მონაცემებს აქვეყნებს

17-05-2019

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2019 წლის 19 მაისის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ სტატისტუკურ მონაცემებს აქვეყნებს.


ცესკოს ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ამოიწურა კომისიებისთვის მიმართვის ვადა, რომლის თანახმადაც შესაბამის ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ დარეგისტრირებულიყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სტატუსით, ისევე როგორც მედია ორგანიზაციებს მოეხდინათ პრესის წარმომადგენლების აკრედიტაცია.


შესაბამისად, 2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე და შულედური არჩევნებისათვის სულ რეგისტრირებულია:


-  49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია და 6130 ადგილობრივი დამკვირვებელი;


-  7 საერთაშორისო ორგანიზაცია და 47 საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი;


-  45 მედია ორგანიზაციის 1917 აკრედიტირებული წარმომადგენელი.



ამასთანავე, არჩევნების მიმდინარეობას ასევე დააკვირდება შესაბამის საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული 5365 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031