17-05-2019
ტურისტული ატრაქცია "სადილი ცაში" კოჯორში უკვე გაიხსნა.
სტუმრებს 50 მეტრიდან თბილისის ხედის ნახვისა და სადილობის შესაძლებლობა ექნებათ.
"სადილი ცაში" მოიცავს სპეციალური ამწეთი ჩამოკიდებულ პლატფორმას, სადაც სტუმრები დაკიდებულ მაგიდასთან ისადილებენ.
რესტორანი ერთდროულად 22 ადამიანს მოემსახურება.
ატრაქცია "სადილი ცაში" მსოფლიოს 70 ქვეყანაში ფუნქციონირებს და პირველად ბელგიაში, 2006 წელს გაიხსნა.