გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს წევრი, გია დანელია, გამოკითხვაზე იმყოფება

17-05-2019

როგორც დანელიამ გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მედიაში გავრცელებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, იგი ზუგდიდის მერობის არჩევნებისთვის ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს, ფაბრიკაციაა.


"ეს ჩანაწერი არის ფაბრიკაცია, მონტაჟი და არ შეესაბამება რეალობას. 2017 წელს, ანუ ორი წლის წინ საუბარი მქონდა ერთ-ერთ პიროვნებასთან, კონკრეტულად ბაადურ რაფავასთან. ვფიქრობ, ჩვენი საუბარი, ანუ ჩანაწერი მაშინდელია და გაკეთებულია სავარაუდოდ, მის მიერ. მე მას მოვუწოდებ, თქვას სიმართლე, რაზე იყო საუბარი", – განაცხადა დანელიამ.


სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება 14 მაისს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, ფარული ჩანაწერის გასვლის შემდეგ, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე დაიწყო. გამოძიებამ უკვე გამოჰკითხა ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია, რომელიც თითქოს აღნიშნულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს.


გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930