17-05-2019
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია, საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელს შეხვდნენ და წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
მმართველმა პარტიამ, საელჩოს წარმომადგენლებს გაერთიანებული ოპოზიციის იმ პროვოკაციულ ქმედებებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ბოლო დღეებია მიმართავს. ასევე საუბარი შეეხო "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას და არჩევნების დღეს საარჩევნო შტაბის მიერ პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად გადადგმულ ნაბიჯებს.