გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია გაბრიჩიძე: მიუხედავად ბაქი-ბუქისა, ნაციონალებმა ძალიან კარგად იციან, რომ, იმ რამდენიმე ასეული ფანატიკოსი ამომრჩევლის გარდა, მხარდამჭერი, ფაქტობრივად, არ ჰყავთ

17-05-2019

გია გაბრიჩიძე სოციალურ ქსელში წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებას ეხმიანება.


"ნაცებს რომ წაგებული აქვთ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამაზრზენია არჩევნებში მონაწილეობის ის ფორმატი, რომელიც მათ აირჩიეს, რომელიც დამყარებულია არა ნორმალურად მონაწილეობაზე, არამედ დაძაბულობისა და არეულობის ესკალაციაზე, რასაც თავიანთი მედიასაშუალებებიდან მუდმივად ახორციელებენ.


მათი ბრძოლის ამ მიმართულებას ორი მიზანი აქვს:


1. მიუხედავად ბაქი-ბუქისა, მათ ძალიან კარგად იციან, რომ იმ რამდენიმე ასეული ფანატიკოსი ამომრჩევლის გარდა, მხარდამჭერი ფაქტობრივად არ ჰყავთ და ცდილობენ ხელისუფლების მხრიდან ვითომდა ძალადობაზე ჩივილით, დასავლელ პარტნიორებთან გაამართლონ თავიანთი არსებობა.


2. იმ შესაძლებლობებით, რასაც ფლობენ მაქსიმალურად დააკმაყოფილონ თავიანთი ბელადის რევანშისტული, მანიაკალური ვნებები.


ეს ყველაფერი იღებს ძალიან საშიშ ხასიათს, რადგანაც ე.წ. საოკუპაციო ზოლი ზუგდიდთან ძალიან ახლოს გადის და მათი მენტალიტეტიდან გამომდინარე, სულაც არ არის გამორიცხული მეტად სახიფათო პროვოკაციის მოწყობა.


დღეს, ხვალ და ზეგ უსაფრთხოებას და შ.ს.ს.-ს ძალიან დაძაბული მისია აკისრიათ, რომელიც ფაქტობრივად იუველირის სიზუსტით უნდა შეასრულონ", - წერს გაბრიჩიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031