17-05-2019
“ქართულმა ოცნებამ” და დავით მდინარაძემ ოზურგეთში ძალიან წარმატებული წინასაარჩევნო კამპანია ჩაატარა. პრაქტიკულად ყველა მოქალაქეს შევხვდით ამ შუალედური არჩევნების საკრებულოს წევრობისთვის კამპანიის ფარგლებში. გვქონდა კონკრეტულ პროექტებზე საუბარი, მოვისმინეთ კონკრეტული საჭიროებები.
ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ მშვიდ, საქმიან პოლიტიკას და დარწმუნებული ვარ, რომ 19 მაისს გამარჯვება ჩვენია და დავით მდინარაძე დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.