გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ეტყობა, „ნაცები“ შეუცდომლად გრძნობენ სააკაშვილის პოლიტიკური და მორალური დეგრადაციის შეუქცევად პროცესს

17-05-2019

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, „ნაცმოძმა და რ-2-მა, მორიგი პიარსვლა განახორციელეს და „ქ/ოცნებას“დაარტყეს,“ თანაც ყველაზე მნიშვნელოვან წერტილში - ბიძინა ივანიშვილი. 
„ეტყობა შეუცდომლად გრძნობენ სააკაშვილის პოლიტიკური და მორალური დეგრადაციის შეუქცევად პროცესს, აქედან გამომდინარე შედეგებით და მისი რეანიმირება „ორიგინალური“ ხერხით გადაწყვიტეს. IPSOS-ს სასწრაფოდ დაუკვეთეს კვლევა (ეტყობა დასჭირდათ შუალედური არჩევნების წინ და ისეც).

გამოკითხვის მთავარი ნარატივი - სააკაშვილის რეიტინგის ზრდა ივანიშვილის რეიტინგის კლების ფონზე, ემსახურება სწორედ ბიძინაზე დარტყმას, თან სწორედ იმ დროს, როდესაც მან გარკვეული პროექტები დაიწყო და ხმა გამოვიდა პარტიის განახლებასაც გეგმავსო. თუ რას ნიშნავს ივანიშვილი „ქ/ოცნებისთვის“ მგონი ახსნა არ სჭირდება.

მოკლედ ზრუნავს „ნაცმოძი“ მიშას იმიჯზე და სწორსაც აკეთებს, მის იქით ხომ გზა აღარ აქვს. სხვათაშორის, „ისინდისეს“ და 29% -ზე მეტი არ დაუწერეს.

ეხლა ვნახოთ „ქ/ოცნება“ როგორ ზრუნავს თავის ლიდერის იმიჯზე? აშკარად ერთ ადგილას მახათის გაყრას წააგავს მათი მოქმედების ტემპიც და კრეატივიც.

P.S. ცოტა ხნის წინ როდესაც ხელისუფლების დაკვეთით IPSOS-მა სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ნდობაზე გამოკითხვა ჩაატარა, რ-2 და იქ მისულნი იგლეჯდნენ ყველაფერს და ამბობდნენ არ ვენდობითო. სავარაუდოდ, ეხლა ალბათ მხურვალედ ენდობიან იგივე IPSOS-ს“-წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031