გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: ჩვენი მთავარი გამოწვევა სიღარიბის დაძლევაა

18-05-2019

"ჩვენი მთავრობის მთავარი გამოწვევა არის სიღარიბის დაძლევა. ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ, პირველ რიგში, სიღარიბის დასაძლევად. ამისთვის გვაქვს სამი ძირითადი პრიორიტეტი, რომელზც პრემიერ-მინისტრის დავალებით ვიმუშავებთ. საუბარია, უფრო კოორდინირებული საინვესტიციო პოლიტიკა და ორიენტირებული სხვადასხვა ტიპის ინვესტორზე, აგრეთვე სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურის მიყვანა ყველა ოჯახამდე და ქართული წარმოებისა და ბიზნესის დაცვა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტელეკომპანია პალიტრანიუსის გადაცემა "360 გრადუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.


მინისტრის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტორებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორს დავახვედროთ კონკრეტული პროექტები. "ჩვენთან დაინიშნა სპეციალური მოადგილე, რომელიც კოორდინაციას გაუწვეს საინვესტიციო პოლიტიკას "ერთი ფანჯრის პრინციპით" სხვა უწყებებში, ის თავიდან ბოლომდე გაყვება ინვესტორებს პროექტის დაწყებიდან," - განაცხადა ნათია თურნავამ.


კიდევ ერთი პრიორიტეტი, რომელზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააკეთა აქცენტი, მისახლეობისთვის ყველა საყოფაცხოვრებო სერვისის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურა მივიდეს ყველა ოჯახში და მან საქართველოს ყველა დასახლება, ქალაქი თუ სოფელი მოიცვას. მინისტრმა მაგალითად მოიყვანა გაზიფიკაციის სამთავრობო პროგრამა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით ხორციელდება. მისი თქმით, დღეს გაზიფიცირებულია ქვეყნის ტერიტორიის 80 პროცენტი.


"მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე ძალიან კარგი მაჩვენებელია, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მისი გაზრდა, რათა გაზი ყველა დასახლებას მივაწოდოთ," - განაცხადა ნათია თურნავამ.


მესამე პრიორიტეტად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქართული წარმოებისა და ბიზნეს დაცვა დაასახელა.


"დღეს მათ სჭირდებათ სამართლიანი თამაშის წესების შექმნა. ამ კუთხით მე გამოვყოფდი ანტიდემპინგურ კანონს, რომელიც შევიმუშავეთ საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით და მალე წარვადგენთ განსახილველად. ჩვენი ლიბერალური ბაზრის პირობებში, თუკი ამა თუ იმ ინდუსტრიას დასჭირდება დაცვა უხარისხო ანალოგიებისგან, დემპინგურ ფასებში შემოტანილი იმპორტისგან, ამ კანონიოთ შესაძლებელი იქნება დაცვის მექანიზმის ამოქმედება. ბევრი ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყანა მიმართავს ასეთ ცივილიზებულ მეთოდს," - განაცხადა ნათია თურნავამ.


მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საგარეო ბაზრებზე ექსპორტიორი კომპანიების დაცვის მექანიზმებზეც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930