გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართული ფილმი - "თეთრი ქარავანი" 55 წლის შემდეგ კანის კინოფესტივალზე დაბრუნდა

18-05-2019

ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას ფილმი "თეთრი ქარავანი" 55 წლის შემდეგ კანის კინოფესტივალზე დაბრუნდა!

ფილმის პრემიერა კანში 1964 წელს მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა. მაშინ საბჭოთა ცენზურის გამო კინოფესტივალზე ფილმის შემქმნელები ვერ გაემგზავრნენ. წელს კი ფილმის ჩვენებას "თეთრი ქარავანის" რეჟისორი ელდარ შენგელაია იმედო კახიანთან ერთად დაესწრო, რომელიც ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.

რუსეთის ფილმსაცავ გოსფილმოფონდიდან საქართველოს „თეთრი ქარავანი“ ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების ისტორიული პროექტის ფარგლებში დაუბრუნდა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი ერთობლივად ახორციელებენ.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ფილმის – „თეთრი ქარავანი“ – კინოფირი 4K გარჩევადობის კინოსკანერზე ციფრულ მატარებელზე გადაიტანა. ამავდროულად გაკეთდა ფილმის ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია. 

სექცია Cannes Classics 2004 წლიდან არსებობს და იგი კინოფესტივალის სტუმრებს მსოფლიოში გამორჩეული, ლეგენდარული რეჟისორების ძველ ფილმებს სთავაზობს, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს ამ ნამუშევრების ხელახალი აღმოჩენა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031