გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვეყნის ხუთივე აეროპორტი 26 მაისის თემატიკით გაფორმდა - ფოტოები

18-05-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ქვეყნის ხუთივე აეროპორტის 26 მაისის თემათიკით გაფორმება დაასრულა.


,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 26 მაისისთვის სამივე საერთაშორისო და ორივე ადგილობრივ აეროპორტში სადღესასწაულო ბრენდირება განხორციელდა.


"პირველი, რაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორებსა თუ ადგილობრივებს თვალში მოხვდებათ, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საერთო კონცეფციით დაბრენდილი აეროპორტებია" - აცხადებს კომპანიის დირექტორი.


მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები მთლიანად საქართველოს დამოუკიდებლობისადმი შექმნილი საერთო ვიზუალებით არის ბრენდირებული.


საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მესტიასა და ამბროლაურში სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. მთის სტუმრებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამბროლაურში ტექნოლოგიების ფესტივალი გაიმართება.


დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი 2-დღიანი ფესტივალი გაიმართება მესტიაშიც. ღონისძიებებთან დაკავშირებით, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ 25 და 26 მაისს, მესტიის მიმართულებით ორი დამატებითი ავიარეისი დანიშნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031