გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რისთვის მიდიან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები თბილისიდან ზუგდიდში

18-05-2019

თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით სამარშუტო ტაქსებით "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები მიემართებიან.

„ქრონიკასთან“ საუბრისას, ზოგმა მათგანმა პირდაპირ განაცხადა, რომ იქ ხმების დასაცავად და გაყალბების წინააღმდეგ საბრძოლველად მიდიან.

„უნდა დაიძაბოს ზუსტად ყველაფერი, რომ მიხვდეს ხალხი, თუ ერთმანეთს მხარი არ დავუჭირეთ ასე ყოელთვის გაგვიყალბებენ“ - აცხადებს ერთ- ერთი მხარდამჭერი.

ასევე სხვა მხრდამჭერებმა განაცხადეს, რომ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, მიდიან არჩევნების პროცესზე დასაკვირვებლად.

პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი საკუთარ ხმებს დაიცავენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოსიძემ ამის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მხარდამჭერების წასვლის მიზანი ხმების მშვიდობიანად დაცვაა.

"ეს იქნება ძალიან მშვიდი ხმების დაცვა, დაკვირვება საარჩევნო უბნებზე. ეს ადამიანები არიან საქართველოს პატრიოტები, ისინი არაერთ არჩევნებში ღებულობდნენ მონაწილეობას, როგორც დამკვირვებლები, როგორც კომისიის წარმომადგენლები, მათ აქვთ გამოცდილება"- განაცხადა ხატია დეკანოსიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა ყოველთვის არის, მით უმეტეს არჩევნებზე. მათ სუღტ, უკანონოდ, კანონის გვერდის ავლით ჩაერივნონ საარჩევნო პროცესში. სწორედ ამ დესტრუქციული მიზნებით ხდება მობილიზება საკუთარი მხარდამჭერების, აქტივისტების.
განურჩევლად პატრიული კუთვნილებისა, ყველა ვინც, გაბედავს და მოახდენს მცდელობას უკანონოდ ჩაერიოს საარჩევნო პროცესში, ყველა ამ პირის მიმართ ადეკვატურად იქნება განხორციელებული შესაბამისი ღონისძიება, რაც სისხლის სამართლის კოდექსით არის გათვალისწინებული" - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930