18-05-2019
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეინიშნება აშკარა ხელის შეშლა და პროცესების ჩაშლის ფაქტი - ამის შესახებ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ინიციატივის საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელმა, მერი კაპანაძემ, ცესკოს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო პროცესი სამართლებრივად და კანონის ფარგლებში უნდა წარიმართოს და არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა თავი უნდა შეიკავონ აგრესიისა და სიტუაციის დაძაბვისგან
„მხარეების ჩართულობა არის განსაკუთრებული და პასუხისმგებლობა გვეკისრება ვიყოთ ორიენტირებული, რომ პროცესები წარიმართოს მეტად სამართლებრივად და კანონის შესაბამისად და თავი შევიკავოთ აგრესიისა და სიტუაციის დაძაბვისაგან“ - განაცხადა მერი კაპანაძემ.
13-01-2025