გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: "ნაცმოძრაობის" კამპანია შეიცვალა აგრესიით, პროვოკაციებით რადგან მათაც იციან, რომ ჩვენი კანდიდატი ფლობს უპირატესობას

18-05-2019

ჩვენი შიდა კვლევებით, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გეგა შენგელია დამაჯერებელ უპირატეობას ფლობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ინფორმაცია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან დაკავშირებულ პარტიებსაც აქვთ, ამიტომ მათი კამპანია აგრესიითა და პროვოკაციებით შეიცვალა.

„ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან დაკავშირებულ სატელიტ პარტიებსაც აქვთ იგივე მონაცემები. მათაც იციან უკვე რამდენიმე დღეა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ფლობს ამ უპირატესობას. სწორედ ამით აიხსნება, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, მათი კამპანია შეიცვალა აგრესიით, პროვოკაციებითა და მცდელობებით, რომ არეულობა და დესტაბილიზაცია მოხდეს ზუგდიდის არაერთ უბანზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ისინი ემზადებიან მსგავსი არეულობისთვის და მობილიზებული ჰყავთ ადამიანები სხვადასხვა ორგანიზაციების საფარქვეშ, რომლებიც სავარაუდოდ, სწორედ ზუგდიდის არჩევნებისთვის შეიქმნა.

„ისინი ემზადებიან ასეთი არეულობისთვის. მათ ჰყავთ მობილიზებული სხვდასხვა ორგანიზაციების საფარქვეშ, რომელთა ნაწილი ახლად დარეგისტრირებულია. თუ ნახავთ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, იქ არის მთელი რიგი ორგანიზაციები, რომლებიც სინამდვილეში არ არიან შემდგარი არასამთავრობო ორგანიზაციები ან მედია ორგანიზაციები, მაგალითად, ასეთები არიან ჩამონათვალში: ორგანიზაცია „აპრიორი“, „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვატორია“, მედიაპლატფორმა და მედიაკომპანია „სის როპი “ და სხვა ახალი სახელები, რომლებიც მაღალი ალბათობით, სპეციალურად ზუგდიდის არჩევნებისთვის არის შემქნილი. ამ ორგანიზაიციებში გაწევრიანებული ადამიანების უმეტესობას ხვალ არჩევნებში ექნება ზონდერისა და პროვოკაციების მოწყობის ფუნქცია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, თითოეულ დარღვევაზე იქნება სამართლებრივი რეაგირება.

„თითოეულ დარღვევაზე და წითელი ხაზების გადაკვეთაზე, რამაც შეიძლება, ჩრდილი მიაყენოს თავისუფალ არჩევნებს, იქნება პრინციპული სამართლებრივი რეაგირება და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ზომებს იღებს ხელისუფლება იმისთვის, რომ თავისუფალი არჩევანი, თითოეული მოქალაქის ხმა იყოს დაცული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, მან „ქართული ოცნების“ მხარდანჭერებს მოუწოდა, ხვალ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და ამით ხელი შეუწყონ პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვებას.

„ყველა სამუშაო მონაცემებით, რომელიც ჩვენ გვაქვს კარდაკარ ჩვენი შიდა კვლევებით, ჩვენი კანდიდატი გეგა შენგელია, დამაჯერებელ უპირატეობას ფლობს და მაღალი აქტივობის შემთხვევაში, მას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვოს. ამიტომ მივმართავ და ვთხოვ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, რომ ხვალ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, დააფიქსირონ თავისი არჩევანი და ამით ხელი შეუწყონ პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გეგა შენგელიას გამარჯვებას“, – აღნიშნა თალაკვაძემ ბრიფინგზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930