გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა

7-02-2018

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული .კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით.

ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, პ.კ-ს თავის საცხოვრებელ სახლში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შელაპარაკება მოუვიდა მამასთან - გ.კ-სთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გ.კ.-ს დანა გულმკერდის არეში  დაარტყა. მიღებული ჭრილობის შედეგად  გ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა პ.კ. დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პ.კ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930