გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავში ერთ თვეში 2 612 გაზდანადგარი დალუქეს

18-05-2019

გაფრთხილების მიუხედავად, რუსთაველები კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარებით სარგებლობას აგრძელებენ.


გასულ თვეს კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი რუსთავის" სპეციალისტებმა რუსთავში, 4 237 აბონენტი შეამოწეს, აქედან 2612 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი აღმოჩნდა, რომელიც ჩახსნეს და დალუქეს.


მათი უმრავლესობა განმეორებით ჩაიჭრა, რადგან ერთხელ უკვე ჩაჭრილი დანადგარები ბინის მეპატრონეებმა თვითნებურად, კუსტარულად დააერთეს ქსელზე.


რაც შეეხება მარტის თვეს, ქალაქის მასშტაბით, 2019 წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით 4 291 აბონენტი შემოწმდა, აქედან 2 674 ღია კამერიანი აკრძალული გაზდანადგარი აღმოჩნდა.


რუსთავში ბოლო პერიოდის მანძილზე co-თი ინტოქსიკაციის ფაქტები გახშირდა, რომელიც გამოწვეულია კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებლებით.


"სოკარ ჯორჯია გაზი" მოსახლეობას აფრთხილებს, აკონტროლონ გაზის ხელსაწყოები და არ დაუშვან მათი კანონდარღვევით მონტაჟი. კატეგორიულად იკრძალება წყალგამაცხელებლებისა და სხვა სახის გაზზე მომუშავე ხელსაწყოების მონტაჟი სააბაზანო ოთახებში, დაუშვებელი და საშიშია, როგორც ოჯახის წევრებისთვის, ასევე მეზობლებისთვის.



inforustavi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930