გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
1 აპრილიდან დღემდე უკანონო თევზჭერის 24 ფაქტი გამოვლინდა - ფოტოები

18-05-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 აპრილიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 24 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 7 ფაქტი შეიცავდა.


ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 12 ფაქტია გამოვლენილი. ხოლო, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზჭერის 10 ფაქტი დაფიქსირდა მდინარეებზე: მტკვარი, ფოცხოვი, ენგური, დებედა, ცხენისწალი, ყვირილა და ხრამი.
ჯამში უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 34,40 კგ. შეადგინა. უკანონო თევზჭერის იარაღები დაილუქა, საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.


ამავე პერიოდში, დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდინარე გუბისწყალიდან 30 მეტრის სიგრძის 2 ერთეული სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს; სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონიდან ამოღებულია 40 მმ ზომის 15 ერთეული ე.წ. ანკელარი; სიონის წყალსაცავიდან - 150 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე; საწირეს ტბიდან - 80-მეტრიანი სახლართი ტიპის ბადე; ბაზალეთის ტბიდან - 20 ერთეული კუსტარულად დამზადებული თევზსაჭერი - ხოლიხიბადე, ე.წ. გოდორი და 1000 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აგრძელებენ პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930