გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
IPSOS France: “რუსთავი 2-ის” დაკვეთილი კვლევა არა ჩვენ, არამედ უკრაინის ოფისმა ჩაატარა

18-05-2019

გუშინ, პოზიციისა და ოპოზიციის მიერ განხილვის მთავარი თემა “იპსოს” მიერ ჩატარებული კვლევა გახდა, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა დაუკვეთა. კვლევამ დიდი დებატები გამოიწვია და მმართველმა პარტიამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა როგორც შედეგები, ასევე მეთოდოლოგია.

თავად ტელეკომპანია კი აცხადებს, რომ ეს სწორედ ის კვლევითი ორგანიზაცია იყო, რომელსაც ხელისუფლებამ სასამართლოს კვლევა დაუკვეთა და რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მეტად ენდობოდა.

“ორგანიზაცია “იპსოსი,” რომლის გამოკითხვის შედეგებსაც მმართველმა პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა, მსოფლიო სამეულში შედის და 88 ქვეყანაში ოპერირებს. თავდასხმის სერიის დროს მმართველი პარტიის ლიდერებს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩათ – “იპსო” ის ორგანიზაციაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის თქმით, ყველაზე მეტად ენდობა” – ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებში.

საკამათო საკითხებტან დაკავშირებით “აიპრესმა” კითხვები მიწერა “იფსოს ფრანსს”, სწორედ იმ ორგანიზაციას, რომელმაც საქართველოში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული კვლევა ჩაატარა.

პასუხი კვლევების დირექტორმა, მეთიუ გალარდმა გასცა.

მეთიუ გალარდი: ქართული სატელევიზიო არხი რუსთავი 2-ის მიერ დაკვეთილი გამოკითხვები ჩატარდა არა იფსოს საფრანგეთის, არამედ იფსოსის უკრაინული განშტოების მიერ. ყველა შეკითხვა უნდა გადამისამართდეს ქვეყნის ოფისში.

მეთიუ გალარდი: ზოგადად, ახლო წარსულში, იფსოს საფრანგეთს არ ჩაუტარებია არავითარი კვლევა საქართველოში, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული კვლევის გარდა.

თავად “რუსთავი 2″-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კვლევის ჩატარების შესახებ მითითებულია შემდეგი ინფორმაცია:

1. დამკვეთი– შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” (ს/კ:211352016), მისამართი: ზ.ანჯაფარიძის 5ა
(ყოფილი სანდრო ეულის ქ.5ა), თბილისი, 0186, საქართველო.
2. კვლევა ფასიანია თუ უფასო– კვლევაში მონაწილე რესპონდენტები არ იხდიან რაიმე სახის
საფასურს და გამოკითხვა არის უფასო. კვლევას, სახელშეკრულებო თანხის სანაცვლოდ (ფასით)
ახორციელებს IPSOS S.A. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ დაკვეთით.
3. ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა კვლევა- სახელწოდება ოფიციალური რეგისტრაციის მიხედვით:
Chemin du Château-Bloch, 11; 1219 Le Lignon, Switzerland
4. კვლევის ჩატარების დრო–01.05.2019- 14.05.2019
5. გამოკითხვის მეთოდი- პირისპირი გამოკითხვის გზით;

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930