გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ზუგდიდში პროვოკაციული ფონის შესაქმნელად "ნაციონალურმა მოძრაობამ" რამდენიმე ათასი ადამიანი ჩაიყვანა

18-05-2019

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ზუგდიდში პროვოკაციული ფონის შესაქმნელად ნაციონალურმა მოძრაობამ რამდენიმე ათასი ადამიანი ჩაიყვანა. 

„თქვენ ხედავთ, რომ პროვოკაციული ფონი აშკარად არის ზუგდიდში და ამისთვის რამდენიმე ათასი ადამიანის გადაყვანა მოუწიათ. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და მოვუწოდებთ, ნუ აყვებიან მიშა სააკაშვილის ხუშტურებს იმიტომ, რომ შეიძლება ეს სისხლის სამართლის დანაშაულში გადაიზარდოს. რამდენიმე ასეული ნასამართლევი პირია იქ ჩაყვანილი. ასევე ჩვენი ინფორმაციით, რა თქმა უნდა დაუზუსტებელი ინფორმაციით, თუმცა ეს ცალკე აღებული არაფერს ნიშნავს . 
მთავარია, რომ ისინი ქმნიან პროვოკაციურ ფონს მას შემდეგ, რაც შეიტყვეს,რომ ჩვენი კანდიდატი იმარჯვებს დამაჯერებლად და ამისი გამორიცხვა უნდათ არჩევნების ჩაშლის მცდელობით. თუმცა, სახელმწიფო თავის ადგილზე დგას, ასეთ პროვოკაციულ ქმედებებს თავისი პასუხი გაეცემა და არჩევნები საბოლოო ჯამში მშვიდ ვითარებაში ჩატარდება“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031