18-05-2019
ზუგდიდის 87 უბანზე ინციდენტი მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი, ზოია ქვარცხავა, ამბობს რომ მას იარაღი ჯერ დაუმიზნეს, შემდეგ ჰაერში გაისროლეს.
ვინ გაისროლა და რატომ ამაზე ქალი მედიასთან არ საუბრობს. ის ამ წუთებში პოლიციის სამმაართველოში გამოკითხვაზეა.
ზუგდიდში დაპირისპრების მთავარი ეპიცენტრი ჯერჯერობით ისევ საოლქო საარჩევნო კომისიაა, სადაც გასულ დღეებში სხდომები ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე იმართებოდა.
საქართველოში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
13-01-2025