გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი შენგელია: ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ ზუგდიდისთვის

19-05-2019

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია საარჩევნო კამპანიას აჯამებს და ზუგდიდელებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის:

,,საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ყველა თაობის ადამიანს შევხვდით. გვქონდა 130-ზე მეტი შეხვედრა - ეს იყო კარდაკარ, სოფელ-სოფელ ათასობით ადამიანისთვის ჩვენი პროგრამის და ხედვის გაცნობა - როგორ ვაპირებთ მათთან ერთად ზუგდიდის განვითარებას. ეს შეხვედრები იყო უდიდესი მუხტის მომცემი ჩემთვის.

ჩვენს მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი საჭიროება და გამოწვევა და მათ აქვთ ასევე საკუთარი შეხედულებები ზუგდიდის უკეთეს მომავალზე. მათი იდეები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველა საინტერესო და მნიშვნელოვან იდეას გავითვალისწინებთ.

მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც გვენდო, ჩვენს გვერდით დგას და ირჩევს ზუგდიდის განვითარებას.

ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ.

ზუგდიდელებმა უნდა გადავწყვიტოთ ზუგდიდის მომავალი!“ - ნათქვამია გიორგი შენგელიას ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031