გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ არჩევანი, მიუხედავად რისკებისა და პროვოკაციებისა, რომელიც შეიძლება იგეგმებოდეს

19-05-2019

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთაწმინდის N5 საარჩევნო ოლქში, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ხმის მიცემის შემდეგ, გიორგი გახარიამ, მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მთაწმინდის უბნის ინტერესებიდან გამომდინარე, ეფექტურობის სასარგებლოდ გააკეთა საკუთარი არჩევანი: - „როდესაც მხოლოდ მთაწმინდაზე ვაძლევ ხმას, განსაკუთრებით ვითვალისწინებ ამ უბნის, ამ რაიონის ინტერესებს.“

მინისტრის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მოქალაქეებმა დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია სრულად უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს არჩევნების დღეს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიუხედავად იმისა, სად, რომელ ქალაქში, მუნიციპალიტეტში აძლევენ ხმას, დემოკრატიულ გარემოში და თავისუფალ გარემოში გააკეთონ თავიანთი არჩევანი. ამას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმ რისკებისა, იმ პროვოკაციებისა, რომელიც შეიძლება იგეგმებოდეს“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031