19-05-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ყაზბეგი-გუდაურის მონაკვეთზე, ხევის მიმდებარედ, პარაპლანით მფრინავი 2 ტურისტის საფრენი აპარატი სადენებს შორის მოხვდა და იქიდან თავის დაღწევას ვეღარ ახერხებდნენ. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა ყაზბეგის სამთო-სამაშველო ჯგუფი, რომელმაც ადგილობრივებთან ერთად, სამაშველო თოკებისა და სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით, საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 1 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს.
სამაშველო ოპერაციაში ჩასართავად მზად იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.
ტურისტები თავს კარგად გრძნობენ. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
13-01-2025