გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გახარია: რაც არ უნდა მოხდეს, განურჩევლად მხარეებისა, შს სამინისტროს რეაგირება იქნება მკაცრი და სწრაფი

19-05-2019

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთაწმინდაზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და მედიასთან კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის გააქტიურებული იქ პოლიცია, მინისტრმა განაცხადა, რომ ზუგდიდში არის უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლების კონცენტრირება, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავს მობილიზებული ის ძალები, რომელიც არის აუცილებელი იმისთვის, რომ არჩევნების პროცესში მართლწესრიგი იყოს უზრუნველყოფილი. 

“დღევანდელ დღეს, იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აფიქსირებს, საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება ზუგდიდს, დიახ ზუგდიდში არის დამკვირვებლების რაოდენობის ასე ვთქვათ, ზედმეტი კონცენტრირება, რომელიც უპრეცენდენტოა ამ ქალაქისთვის და საერთოდ საარჩევნო სისტემისთვის, ამიტომ ჩვენი ყურადღება ზუგდიდთან მიმართებაში არის საკმაოდ კონცენტრირებული. სწორედ ამიტომ, აბსოლუტური პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ყველა ის შემთხვევა, რაც არ უნდა მოხდეს, პროვოკაციები იქნება ეს თუ სამართალდარღვევები, პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება, განურჩევლად მხარეებისა, იქნება აბსოლუტურად მკაცრი და სწრაფი, ისე როგორც მოვახდინეთ, იმ შემთხვევის დროსაც, როდესაც მოხდა გასროლა. ახლა მიმდინარეობს გამოძიება, მე როგორც ვიცი ეს არ იყო საბრძოლო იარაღი, შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლომდე, დეტალურად გაერკვევა თუ რა მოხდა. ეს პიროვნება არის დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს უპრეცედენტო ძალები არ არის ზუგდიდში მობილიზებული, ზუგდიდში არის მობილიზებული დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა. სწორედ ამაზე პასუხის სახით არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ის ძალები, რომელიც არის აუცილებელი იმისთვის, რომ მართლწესრიგი იყოს უზრუნველყოფილი და რაც მთავარია, წყნარ, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში მივცეთ ჩვენს ზუგდიდელებს არჩევნის გაკეთების საშუალება“ - განაცხადა გიორგი გახარიამ

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031