გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე მოქალაქეებს: ნუ დაიზარებთ, გამოცხადდით საარჩევნო უბნებზე და ერთად ვიზეიმოთ პირველივე ტურში გამარჯვება

19-05-2019

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი, კახა კალაძე, განცხადებას აკეთებს.


"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო იმ მოქალაქეებს, ვინც უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა.

ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ჩვეულ რეჟიმში, თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს.


მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს ზუგდიდში, ჭითურაში, ზესტაფონში, მარნეულსა და ხულოში, მაქსიმალურად იაქტიურეთ და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი. ასევე მივმართავ ჩევნს თანამოქალაქეებს საგარეჯოში, ადიგენში, ტყიბულში, წყალტუბოში, ოზურგეთსა და ახმეტაში, კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, თუ როგორი ერთიანები, ძლიერები და ღირსეულები ვართ.


მინდა აქტიურობისკენ მოვუწოდო ჩემს ძვირფას თბილისელებს, მთაწმინდის მოსახლეობას, რომელიც უამრავი ისტორიის მნახველია, ყოველთვის იდგა ქვეყნისთვის საჭირო ადგილას და ახლაც, დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებს", - განაცხადა კალაძემ.


მისივე თქმით, თითოეული მოქალაქის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.


"ყველა წინასწარი პროგნოზის მიხედვით, თქვენი მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გამარჯვების ძალიან დიდი, რეალური შანსი გვაქვს. ამიტომ, ნუ დაიზარებთ, გამოცხადდით საარჩევნო უბნებზე და ერთად ვიზეიმოთ პირველივე ტურში გამარჯვება", - აღნიშნა კალაძემ ბრიფინგზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930