გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხულოში "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა სახლში, პიანინოზე დარჩა

19-05-2019

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხულოს მერობის კანდიდატმა, ირაკლი ჯორბენაძემ, ხმა ხულოს პირველ საარჩევნო უბანზე მისცა.


მერობის კანდიდატმა უბანზე მისვლისას ხმის მიცემა გარკვეული დროის განმავლობაში ვერ შეძლო, რადგან, როგორც აღმოჩნდა, მას პირადობის მოწმობა სახლში, პირანინოზე დარჩა. ჯორბენაძეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ახლობელმა მიუტანა.


„წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა, რომ მოსახლეობა მოითხოვს ცვლილებებს, მე პოზიცია სწორედ ცვლილებების სასარგებლოდ დავაფიქსირე და დარწმუნებული ვარ, მთელ საქართველოსა და ჩვენს ლამაზ მხარეშიც ცვლილებების დრო სულ მალე დადგება”, – განაცხადა ირაკლი ჯორბენაძემ.


ხულოში 54 საარჩევნო უბანია და მუნიციპალიტეტში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.






1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031