გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
12 საათის მონაცემებით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში 13 საჩივარია შესული

19-05-2019

ცესკოს პრესსპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე მედიას 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


საარჩევნო ოლქების მიხედვით ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგია:


თბილისი, №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი: 10. 4%
მარნეული: 14%
ზესტაფონი: 16.5%
ჭიათურა: 17.6 %
ზუგდიდი: 20.1%
ხულო: 19.5%
საგარეჯო: 35.7%
ახმეტა: 18.4 %
ადიგენი: 23.1%
ტყიბული: 17.7%
წყალტუბო: 22.2%
ოზურგეთი: 17.8%


პრეს-სპიკერის თქმითვე, ხმის მიცემის პროცესი ყველა საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში. აღსანიშნავია, რომ წყალტუბოსა და ტყიბულის 8 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღე მიმდინარეობს შეუფერხებლად ხმის დათვლის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით.


ანა მიქელაძემ მედიას, ასევე მიაწოდა ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების შესახებ. მისი თქმით, ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 24 საჩივარი, აქედან ზუგდიდში -13, მარნეულში - 7, ზესტაფონში -1, ხოლო ხულოში - 3.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031