გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააკაშვილი: ნამდვილად არ ვაპირებ ხელების ჩამოშვებას და გვერდიდან ყურებას - ვიმოქმედებ ქართველ ხალხთან ერთად

19-05-2019

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც მოუწოდებს ქართველ მოსახლეობას, თავის მხარდამჭერებს, არ შეეშინდეთ ზეწოლისა და პროვოკაციების.


„მინდა საქართველოში მიმდინარე შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ორიოდე სიტყვა გითხრათ, ახლა გამოდიან და ამბობენ „ქართული ოცნების“ წამომადგენლები, „ნაციონალები“ ბევრი ჩამოვიდნენ და უნდათ არეულობაო, რომ არ გადახვიდეთ შეტევაზე, გული გისკდებოდეთ, პროვოკაციაზე არ წამოეგოთ, ნუ დაკოპლექსდებით, ეგენი არიან დამთავრებულები, ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე. ჩვენ ყოველ ჯერზე გვართმევენ არჩევნებს, ყოველ ჯერზე აყალბებენ, სიგარეტის კოლოფებში არიგებენ ფულს, გადმოწერილი ჰყავთ ხალხი, მაგრამ მაინც ცუდად აქვთ საქმე.
ნოემბრის არჩევნებზეც ასე გვაკომპლექსებდნენ, ქუჩაში არ გამოხვიდეთ და სააკაშვილი არ ჩამოიყვანოთო. ყველაფერი პირიქით უნდა გავაკეთოთ, რასაც ივანიშილი მოგვიწოდებს თავისი კონტროლირებადი ტელევიზიებიდან.
ნურავის ნუ შეგეშინდებათ, თუ ვიღაცებს ჩანაწერი გამოუგდეს და ამბობენ, რომ რაღაცებს ვაპირებთ, დიახ ვაპირებთ. ყოველგვარი ჩანაწერის გარეშე გეუბნებით, ვაპირებთ, ბოლომდე შეგისრულოთ“ - ამბობს სააკაშვილი ვიდეოში.


ყოფილი პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც მიმართავს, და მოუწოდებს მათ, არ ჩაერთონ ივანიშვილის პროვოკაციებში, რადგან ყველას ერთ ქვეყანაში მოუწევს ცხოვრება.


„მე მინდა „ოცნების“ წევრებს მოვუწოდო, ნუ ჩაჰყვებით ივანიშვილს საფლავში, ნუ შეასრულებთ უკანონო ბრძანებებს, ნუ ჩაერთვებით პროვოკაციებში, ნუ იპარავთ არჩევნებს, არჩვენების მოპარვა არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფორმა ქურდიობის, რაც არსებობს მსოფლიოში. მეგობრებო, ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ ყველამ.
ივანიშვილს ძალიან ცოტა დარჩა. ნუ გგონიათ, რომ ივანიშვილი, საქართველოს მტერი, დიდხანს კიდევ გასტანს. თქვენ გასტანთ, ოღონდ დაიცავით წესები. წესები არის ის, რომ თუ აგებთ არჩევნებს, აგებთ, რა პრობლემაა. ზოგან ვიღაც იქნება მერი, ზოგან ვირაც დეპუტატი, ასე მუშაობს დემოკრატია. აბა, ის არის კარგი, რომ ყველა ერთი პარტიის ქვეშაა? ეს უნდა დამთარდეს“ - აცხადებს სააკაშვილი.


მიხეილ სააკაშვილის თქმით, სასიხარულოა არჩევნებში მაღალი აქტიურობა და ეს ხალხი, ვინც დღეს არჩევნებზე მივიდა, ამ მთავრობით დაღლილი ადამიანები არიან.


„ძალიან მიხარია, რომ აქტიურობა მაღალია, ძირითადად ესაა ნამდვილი ხალხი, რომალსაც ესენი ამოუვიდათ ყელში.
მეგობრებო, ჩვენო დამკვირვებლებო, ჩვენო აქტივისტებო, უბრალო მოქალაქეებო, ნურაფრის შეგეშინდებათ, არ არიან ეგენი ძლიერები.
არაფერი არ დაუთმოთ არავის. თუ ხელი წაუცდათ რამეზე, ამას ისეთი გაგძელება მოჰყვება, ეს არ არის გასული წლის ნოემბერი, ნამდვილად არ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას და გვერდიდან ყურებას და მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების დასკვნების იმდეზე ყოფნას. მეტი საქმე არ მაქვს, კიდევ ექვსი თვე ველოდო ვიღაცის დასკვნას. მაშინ ქართელი ხალხი გააკეთებს თავის დასკვნებს და იმოქმედებს და მე ვიმოქმედებ ქართველ ხალხთან ერთად“ - აღნიშნავს სააკაშვილი.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მის მხარდამჭერებს ამხნევებს და ამბობს, რომ ქართველი ხალხის გამარჯვებაში დარწმუნებულია.


„ყველაფერი კარგად იქნება, საქართველო გაიმარჯვებს, მნამდვილად, ამაში ვარ დარწმუინებუილი. ჩვენ ახლა ვართ გამარჯვების ტალღაზე და ეს არჩევნები ამათ უკვე წაგებული აქვთ, მიუხედავად იმისა, სად რომელ შედეგს გაიფორმებენ ან შეეცდებიან გაფორმებას, საბოლოო ჯამში გაფორმდება ქართველი ხალხის გამარჯვება“ - აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930