გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ყველა ოლქში, სადაც "ნაციონალურ მოძრაობისა" და "რუსთავი 2"-ის მაღალი კონცენტრაცია არ არის, არჩევნები მიმდინარეობს მშვიდად

19-05-2019

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი, სოზარ სუბარი, შექმნილ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ბრიფინგზე კომენტარს აკეთებს.


"საზოგადოება დილიდან თვალს ადევნებს შუალედურ არჩევნებს და ცხადია, რომ ყველა ოლქში, სადაც "ნაციონალურ მოძრაობისა" და "რუსთავი 2"-ის მაღალი კონცენტრაცია არ არის, არჩევნები მიმდინარეობს მშვიდად", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.


მისივე თქმით, ერთადერთი ოლქი, სადაც დაძაბულობის მცდელობები შეინიშნება, ეს არის ზუგდიდი, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, რომ ყველა უბანზე შექმნას გარკვეული დესტრუქციული ქმედებები და შექმნას დაძაბულობა.


"დაძაბულობა რომ არის მათი მთავარი მიზანი, ეს კარგად ჩანდა მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და დღესაც კარგად გამოჩნდა, როგორც მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიდან, ისე - იმ ჩანაწერებიდან, რომლებიც ზუგდიდში ჩვენს გუნდს მიაწოდეს მათივე წარმომადგენლებმა.


კარგად გამოჩნდა, რომ მათი მიზანი არის არა არჩევნების სამართლიანად ჩატარება, არამედ მათი მიზანია, რამენაირად დაძაბულობა და არეულობა შეიტანონ, თუმცა გასაგებია რომ ამას ისინი ვერ ეღირსებიან", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031