19-05-2019
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივანი, გია ვოლსკი, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება.
"ჩემთვის კითხვის ნიშნები მას შემდგ მოიხსნა, რაც სააკაშვილმა დაადასტურა, რომ არათუ ემიჯნება იმ განცხადებას, არეულობის, ადუღების, დაპირისპირებების პროვოცირების თაობაზე, არამედ სწორედ ეს არის მათი გეგმა და ხელგამოწვდილი ვერ დაელოდება იმას, თუ რას იტყვის საერთაშორისო დამკვირვებლების ჯგუფი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ეს პირდაპირი მოწოდება პირველად არ გაისმა და სწორედ აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ ეს არის გეგმა, რადგან იციან, რომ სანდრა რულოვსი გამარჯვების შემთხვევაშიც კი არ წარმოადგენს ქალაქის მერობისთვის მოწოდებულ ან ორიენტირებულ ადამიანს.
"ეს უნდა გახდეს სიმბოლო სააკაშვილისთვის, რომელიც ხალხს დაპირისპირებისკენ წაიყვანს. რასაკვირველია, ამ ყველაფერს გამოძიება პასუხს გასცემს, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ ეს არის თემა, რომელიც დღის წესრიგში დგას", - აღნიშნა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივანმა.
13-01-2025