19-05-2019
„ქართულმა ოცნებამ“ დღეს აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საუბრობენ მათ გეგმებზე, თუ როგორ უნდა შეუერთდეს მთელი საქართველო არჩევნების პროცსს და „აადუღონ“ აჭარა და ზუგდიდი.
აუდიჩანაწერის შესახებ მართველ გუნდში უკვე ჩატარდა სპეციალური ბრიფინგი და მის შინაარსზე არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.
„ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას გავაცნოთ ამ ჩანაწერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ვციტირებ - ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, მოიგებენ თუ წააგებენ უნდა "აადუღონ ზუგდიდი", "აადუღონ აჭარა" შემდგომ კი მთელი საქართველო“ - განაცხადა ბრიფინგე თალაკვაძემ.
სანდრა რულოვსის შტაბთან იმყოფებოდა ამ აუდიოჩანაწერის ერთ-ერთი მონაწილე, ნინია ცისკარიშვილი, რომელმაც უარყო მსგავსი საუბრის არსებობა.
„მხარდამჭერი ვარ ნაციონალური მოძრაობის, მაგრამ ახლო ურთიერთობა არ მაქვს. არანაირ თათბირზე არ ვყოფილვარ“ - აცხადებს ის.
მეორე ადამიანს, რომელის აუდიოჩანაწერში ფიგურირებს, ნინია ცისკარიშვილის თქმით, ის იცნობს, თუმცა მასთან ახლო დამოკიდებულება არ აქვს და არც მსგავსი შინაარსის თემაზე ახსოვს რომ ელაპარაკათ.
„მეორე ადამიანს ვიცნობ, მაგრამ რომ გითხრათ, ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, არა. მსგავსი დიალოგი არ ყოფილა, არ მახსოვს. მე მაგ ადამიანთან ერთი-ერთზე არ დავმჯდარვარ და არ მილაპარაკია, რაღაც შეხვედრები იყო.
ბატონ თალაკვაძეს მინდა მივმართო, იქნებ დაწყნარდეს, დამშვიდდეს და ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოს, გუშინ, გუშინწინ და წინა დღეებში რატომ არ დადო თუ რამე ჰქონდა, არჩევნებს ელოდებოდა?“ - განაცხადა ნინია ცისკარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ის, მიმდინარე არჩევნებს, როგორც საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ ჟურნალისტი აშუქებს.
13-01-2025